ქურდობა

მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა თბილისის მეჩეთის ქურდობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეიპარა, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოქალაქე ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. ბრალდებულის სახლიდან მოპარული კომპიუტერი ამოიღეს. მან დანაშაული აღიარა.

კომენტარები