შეზღუდვები გზებზე

პეკინის გამზირი ხვალ, 11:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება

amerikiskhma.com

ხვალ, 5 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე პეკინის გამზირი, სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, გადაიკეტება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. გარდა ამისა, 5-დან 13 დეკემბრის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბოტანიკურის ქუჩაზე, 5-დან 25 დეკემბრამდე კი ყავლაშვილის ქუჩაზე.

"საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი(ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთი ორივე მიმართულებით) შაბათს, 5 დეკემბერს 11 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

ასევე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ: ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას. სარემონტო სამუშაოებს შ.პ.ს „ბაზალტი 2011" აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები