ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ახალ თავმჯდომარეს არ ავირჩევთ, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს. პარტიაში აცხადებენ, რომ 4 დეკემბრიდან, მას მერე რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა დაკარგა და ის კანონმდებლობით ვეღარ იქნება ენმ-ს თავმჯდომარე, პარტია გუნდურ მმართველობას გააგრძელებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს, 5 დეკემბერს მიიღო.

"ჩვენ როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსები, ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად გუშინდელი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ გახლავთ ენმ-ს თავმჯდომარე.

უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტსაბჭო, მისი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები