საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში "ეროვნული ფრონტი" ლიდერობს

AFP

საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური დასრულდა. პარიზის თავდასხმების შემდეგ ეს ქვეყნის მასშტაბით პირველი არჩევნებია. არჩევნებში ამ ეტაპზე მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნული ფრონტი" ლიდერობს ხმების 28%-ით, მეორე ადგილზე ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის "რესპუბლიკური პარტიაა" 27%-ით. მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის "სოციალისტური პარტია" კი მესამე ადგილზეა ხმების 23 %-ით.

ლე პენის პარტია 13 რეგიონიდან 6-ში ლიდერობს.

"ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარი ლე პენი წინასწარ შედეგებს შესანიშნავს უწოდებს. მისი აზრით, შედეგი იმას ადასტურებს, რომ მისი პარტია ყოველგვარი კამათის გარეშე საფრანგეთის "პირველი" პარტიაა.

არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 13 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები