სირია

სირია აშშ-ის კოალიციას საკუთარი ჯარისკაცების დახოცვაში ადანაშაულებს

Reuters

სირიის მთავრობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკის მიერ შექმნილ კოალიციას სირიის არმიის ბანაკზე საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მოკლულია 3 ჯარისკაცი, დაჭრილია - 13.

სირიის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით "გაეროში" საპროტესტო წერილი გააგზავნა.

წერილში ისინი აცხადებენ, რომ მათ საჯარისო ბანაკს ამერიკის მიერ შექმნილი კოალიციის 4 ბომბდამშენი დაესხა თავს.

იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმები დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის მიერ შექმნილი კოალიცია სირიის სამთავრობო ძალებს დაესხა თავს.

კომენტარები