გაერო

2016 წელს გაერო ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეკორდულ $20 მილიარდს გამოყოფს

გაერო და მისი პარტნიორები 2016 წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 20 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.

გაეროს დახმარების დეპარტამენტის ლიდერი სტეფან ო'ბრაიანი აცხადებს, რომ მსოფლიო ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასდროს ყოფილა, რადგან გადაუდებელ დახმარებას უკვე 87 მილიონი ადამიანი საჭიროებს.

ამ თანხიდან 3.2 მილიარდი დოლარი სირიაში დაზარალებულ ადამიანებს დაეთმობა, 4.8 მილიარდი დოლარი კი მისი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილებს.

კომენტარები