ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის წევრებმა სენატორ ტომ კოტონთან შეხვედა გამართეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. პარტიის წევრები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი და ირმა ნადირაშვილი სენატორ ჯონ კოტონს შეხვდნენ. კოტონის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სენატორ ჯონ მაკკეინს, ასევე, მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დირექტორ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე, Freedom House-ის ყოფილ პრეზიდენტ დევიდ კრამერს, NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს, სენატორ მარკო რუბიოს აპარატის წარმომადგენლებს, საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს კენეტ იალოვიცსა და უილიამ კორტნის შეხვდნენ.

შეხვედრების თემები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, საგარეო პოლიტიკასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებს უკავშირდება. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე არასამთავრობო, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

"უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ დეკემბრის ბოლოს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. და თუ საქართველოს მთავრობამ არ გააკეთა რაიმე ისეთი, რის გაკეთებასაც ის ცდილობდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით წინა თვეებში, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და უკვე გაზაფხულიდან ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციით. მაგრამ შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი თემა გახლავთ ნატო, ვინაიდან გასაგები მიზეზის გამო, შეერთებული შტატები არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ის არის NATO-ს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა და ამიტომ ჩვენს მომავალ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, ჩვენს NATO-ში გაწევრიანებაში, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, შეერთებულ შტატებს აქვს გადამწყვეტი როლი“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები