მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დროებით შეუწყდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო ელექტრომომარაგება 9 დეკემბერს დროებით მთაწმინდის რაიონის ნაწილს შეეზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის და ოქროყანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები