ავღანეთი

ავღანეთში კანდაჰარის აეროპორტზე თავდასხმას 46 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთში კანდაჰარის აეროპორტზე თავდასხმა მოხდა, რაზე პასუხისმგებლობაც რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

უკანასკნელი მონაცემებით, თავდასხმას 46 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, დაცვის თანამშრომლები, თალიბანის მებრძოლები და უბრალო მოქალაქეები.

შეტაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ტერორისტებს აყვანილი ჰყავთ მძევლები. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან სროლის ხმა ახლაც ისმის.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტი NATO-ს და ავღანეთის არმიის ერთობლივ ბაზასთან ახლოს მდებარეობს.

კომენტარები