ISIS-რუსეთი

МИД: ე.წ. ისლამური სახელმწიფო ავღანეთში "მეორე ფრონტის" გახსნას გეგმავს

ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ეკიდება იმ საფრთხეს, რომ შეიძლება, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ავღანეთში "მეორე ფრონტი" გახსნას.

"რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ მოსალოდნელ სცენარს. ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორც ჩანს, ჰგონია, ავღანეთზე ნაწილობრივ გადამისამართებით და "მეორე ფრონტის" გახსნით შეძლებს, დარჩეს კვლავინდებურად ეფექტურ სამხედრო სტრუქტურად", - აცხადებს ზახაროვა.

ზახაროვას თქმით, მსოფლიო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ტერორიზმის გავრცელების საფრთხის შესაძლებლობას.

კომენტარები