თბილისის ბიუჯეტი

თბილისის ახალი ბიუჯეტის პროექტი წინაზე 80 200 000 ლარით მეტია

დავით ნარმანია
თბილისის მერია

დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის დეტალები წარადგინა. მისი თქმით, დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებით, რომელიც შეადგენდა 735 მლნ 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ 200 ათასი ლარით.

პროექტის თანახმად, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებები.

თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოში გუშინ შევიდა.

კომენტარები