უკრაინა

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად მინიმუმ 85 ადამიანი დააკავეს

AFP Photo

უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და სულ მცირე 85 ადამიანი დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები პრორუს სეპარატისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ოპერაცია დონეცკის ოლქში, ქალაქ კრასნოგოროვკაში ჩატარდა და მასში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა. სპეცოპერაციას 2 სამართალდამცავი შეეწირა. მათ შორის, ერთ-ერთი ეთნიკურად ქართველი ირაკლი კუტელია იყო.

ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა კიევშიც, სადაც ორმხრივ სროლას ერთი ეჭვმიტანილი ემსხვერპლა, დაკავებულთა შორის ოთხი უკრაინელი და სამი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ამოღებულია 50 ხელყუმბარა, რამდენიმე ტრინიტროტოლუოლი (TNT) და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი.

ძალოვნები ვარაუდობენ, რომ დაკავებულები რუსეთის დაზვერვის სამსახურის აგენტები არიან.

კომენტარები