გამწვანება

მერიის მტკიცებით, 1 წელში უფრო მეტი ხე დარგეს, ვიდრე ბერლინმა 70-ში

ბერლინი
wikimedia.org

ბერლინის ქუჩებში არსებული ხეების რაოდენობა 2014 წლის აღწერის მონაცემებით დახლოებით 439 000-ს შეადგენს. ბერლინის მწვანე საფარის აღდგენას დაახლოებით 70 წელი დასჭირდა, რადგანაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად ხეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 1939 წელს ბერლინის მწვანე საფარი 411 000 ხე იყო, 1946 წელს კი - მხოლოდ 161 000 ხე. გასული 70 წლის მანძილზე ქალაქმა დაახლოებით 370 000 ხე დარგო.

ბერლინის ფართობი დაახლოებით 900 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მისი მოსახლეობა კი 3.5 მილიონია.

თბილისის მერის დავით ნარმანიას მტკიცებით კი, დედაქალაქში დაირგო ბერლინში გასული 70 წლის მანძილზე დარგულ ხეებთან შედარებით 110 000-ით მეტი, ანუ 480 000 ხე. თბილისის ფართობი 350 კვადრატული კილომეტრია, მისი მოსახლეობა კი 1.1 მილიონს შეადგენს. 

კომენტარები