ხოდორკოვსკის საქმე

მიხაილ ხოდორკოვსკის ახალი ბრალი წარუდგინეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, იუკოსის ყოფილ მფლობელ მიხაილ ხოდორკოვსკის 1998 წელს მოკლული ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი წარუდგინეს. გარდა ამისა, მას ბრალად ედება პეტუხოვის პირადი მცველის ვიაჩესლავ კოკოშკინის მკვლელობის მცდელობის და კომპანია Ист Петролеум Хандельсгез м.б.х-ის მმართველის ევგენი რიბინის მკვლელობის ორგანიზებაც.

"გამოძიებისთვის ნათელია, რომ ეს დანაშაულები ჩადენილია გარკვეული მოტივით. პეტუხოვის მკვლელობის ორგანიზება გადაწყდა კომპანია ЮКОС-თან მისი, როგორც ქალაქის მერის, კანონიერი მოთხოვნების გამო, კერძოდ, მთავრობისთვის დამალული გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. რიბინის მკვლელობა კი დაიგეგმა მის მიერ კომპანია ЮКОС-ის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო", - აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ხოდორკოვსკის დაუსწრებლად ბრალი უკვე წარუდგინეს და თუ ის პროკურატურაში არ გამოცხადდება, მასზე ძებნას გამოაცხადებენ. თავის მხრივ, მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ რუს სამართალდამცავებთან თანამშრომლობას და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. ის ამ პროცესებს "მორიგ შოუს" უწოდებს.

ცნობილია, რომ აქამდე პეტუხოვისა და რიბინის მკვლელობებისთვის, პასუხისმგებლობაში მიცემულები იყვნენ - ლეონიდ ნევზლინი, ალექსეი პიჩუგინი, გენადი ციგელნიკი, ევგენია რეშეტნიკოვა და ვლადიმირ შაპირო.

ცნობისთვის, მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს. სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებისა და გადასახადის დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი სასამართლომ ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან ნავთობის მიტაცებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრებაში ცნო დამნაშავედ და მეორედ გაასამართლა. ხოდორკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურებოდა. ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე, 2013 წლის დეკემბერში შეიწყალა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები