აქტივისტების დაკავება

მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

Twitter

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის პარტია яблоко-ის თავჯდომარე სერგეი მიტროხინი და უფლებადამცველი ლევ პონომარიოვიც არიან.

ცვლილებათა მარში დღეს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, აქტივისტების თქმით, ქალაქის მერიამ ოპოზიციასთან საპროტესტო მსვლელობის მარშრუტის შეთანხმებაზე უარი თქვა. მოედანზე მისული აქტივისტების ნაწილი დააკავეს. ნაწილს კი მოედანი დაატოვებინეს.   

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები. 

სამართალდამცველების თქმით, ისინი მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის დამონტაჟებას აფერხებდნენ.

კომენტარები