ტერორიზმის საფრთხე

ჟენევაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს

EPA

შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ჟენევაში ორი პირი დააკავეს. მანქანაში, რომლითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ, პოლიციამ ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 უცხოურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის პროკურატურა პარიზის ტერაქტების საქმეზე სულ 4 ეჭვმიტანილს ეძებს. ამის გამო ჟენევაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. 

კომენტარები