საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დროებით შეუწყდება

history.com

კომპანია თელასის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით საბურთალოს რაიონის ნაწილს შეეზღუდება.

"ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტუსკიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 454 აბონენტს)", - ნათქვამია თელასის განცხადებაში.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები