პატიმრების შეწყალება

პროკურატურამ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე დაკითხა

ეკა ბესელია; მანანა კობახიძე
ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის ინფორმაციით, პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია უკვე დაკითხა. "მრავალსაათიანი დაკითხვა ჩატარებულია", - ამბობს ვოლსკი.

კობახიძის განმარტებით კი, ის თავად დაუკავშირდა მთავარ პროკურორს და მოითხოვა, დაკითხულიყო მოწმის სტატუსით.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის დეტალებზე არ საუბრობს.

"მე არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს ამ საქმეზე გამოძიებას და ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს პროცესს, რომ იყოს სრულიად ობიექტურად, მიუკერძოებლად და ბოლომდე გამოკვლეული ყველა ფაქტი. ამიტომ დეტალებზე არ ვისაუბრებ დღეს", - თქვა ბესელიამ.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯმდომარე ალექსანდრე ელისაშვილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს პოსტზე ყოფნისას ზეწოლაში ადანაშაულებს. ელისაშვილს მათი ვინაობა საჯაროდ არ დაუსახელებია. პროკურატურამ ის უკვე დაკითხა. მანანა კობახიძემ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა, რომ ის ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.

კომენტარები