ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით დასრულების აღსანიშნად 220450 ლარი გამოიყო

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის სარეზერვო ფონდიდან 220 450 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

"საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოს 220 450 ლარი", - წერია გაკარგულების ტექსტში.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება.

კომენტარები