ავტოპარკი

მთავრობა ძველი ავტომობილების განბაჟებას აძვირებს

0 კომენტარი
1998 წლის MERCEDES-BENZ 320ML ფოტო: copart.com

საქართველოს მთავრობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოტივით მოძველებული ავტომობილების განბაჟების გაძვირებას გეგმავს. გაძვირება 6 წელზე უფრო ასაკიან ავტომობილებს ეხება, 6 წლამდე ავტომობილების კი განბაჟება იაფდება. ავტომობილის დაბეგვრა ეფუძნება ორ ძირითად პარამეტრს, ესენია: გამოშვების თარიღი და ძრავის მოცულობა. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით ახალი გადანაწილება იქნება ასეთი:

1 წლამდე - სანტიმეტრ კუბი - 1.5 ლარი (უცვლელი)

1 წლის - სანტიმეტრ კუბი - 1 ლარი (შემცირება 0.5 ლარი)

2 წლის - სანტიმეტრ კუბი - 0.7 ლარი (შემცირება 0.7 ლარი)

3 წლის - სანტიმეტრ კუბი - 0.5 ლარი ( შემცირება 0.6 ლარი)

4 წლის - სანტიმეტრ კუბი - 0.5 ლარი (შემცირება 0.7 ლარი)

5 წლის - სანტიმეტრ კუბი - 0.5 ლარი (შემცირება 0.5 ლარი)

6 წლის - სანტიმეტრ კუბი - 0.5 ლარი (შემცირება 0.2 ლარი)

7 წლის - სანტიმეტრ კუბი - 0.7 ლარი (ზრდა 0.2 ლარი)

8 წლის - სანტიმეტრ კუბი - 0.9 ლარი (ზრდა 0.4 ლარი)

9 წლის - სანტიმეტრ კუბი - 1 ლარი (ზრდა 0.5 ლარი)

10 წლის - სანტიმეტრ კუბი - 1.1 ლარი (ზრდა 0.6 ლარი)

11 წლის - სანტიმეტრ კუბი 1.2 ლარი (ზრდა 0.7 ლარი)

12 წლის - სანტიმეტრ კუბი - 1.3 ლარი (ზრდა 0.8 ლარი)

13 წლის - სანტიმეტრ კუბი - 1.4 ლარი (ზრდა 0.8 ლარი)

14 წლის სანტიმეტრ კუბი - 2 ლარი (ზრდა 1.3 ლარი)

14 წელზე უფრო ძველი - სანტიმეტრ კუბი - 2.5 ლარი (ზრდა 1.7 ლარი)

სტატისტიკის მიხედვით, სწორედ შედარებით მოძველებული ავტომობილები იკავებენ პირველად რეგისტრაციაში წამყვან ადგილს. ამ ადგილებზე ლიდერობენ 2003 წელს გამოშვებული Mercedes-ის მარკის ავტომობილები, ასევე 2002 წელს გამოშვებული HONDA-ს მარკის ავტომობილები. შედარებით ახალ ავტომობილებზე არსებული შემცირების მიუხედავად ეს ავტომობილის საშუალო მყიდველისთვის მაინც გაძვირებას ნიშნავს, რადგანაც საშუალოდ ქვეყანაში მოსახლეობა 5-6 წელზე უფრო ასაკიან ავტომობილებს ყიდულობს. გაძვირების გამო კი ავტოდილერები სავარაუდოდ უფრო ცოტა რაოდენობის მანქანებს გაყიდიან.

მოძველებული ავტომობილების გაძვირება სავარაუდოდ ავტომობილებზე მოთხოვნას შეამცირებს, რაც ავტოდილერებს მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე დაწესებულ რეგულაციებთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. წელს ავტომობილებზე მოთხოვნა ლარის გაუფასურების გამო უკვე შემცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღწერის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ერთი მილიონი მანქანის უმეტესი ნაწილი 90% 2004 წლამდეა წარმოებული.  ქვეყანაში არსებული მოდელებიდან კი Opel Astra და Opel Vectra ლიდერობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები