კოკაინის საქმე

კილაძე: ქართული ოცნება ნიკოლაძეს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ამზადებს

primerinfo.ge

ელისო კილაძის თქმით, ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატს მირიან ნიკოლაძეს ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ამზადებს.

"მირიან ნიკოლაძის დღევანდელი განცხადება შანტაჟს შეიცავდა. ის ამბობდა, რომ, თუ წლის ბოლომდე რაღაც არ მოხდება, ვიღაც თვითდაზიანებას მიიყენებს. ამ ადვოკატის განცხადებებს არ ვენდობი იმიტომ, რომ ის გედი ფოფხაძის ახლო მეგობარია და ანასტასია ზაუტაშვილის სიჩუმის გარანტი. ნიკოლაძეს საგარეჯოს მაჟორიტარად ამზადებს ქართული ოცნება," - განაცხადა ელისო კილაძემ რუსთავი 2-ის ეთერში 

ანასტასია ზაუტაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე დააკავეს. ე.წ. „კოკაინის საქმე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 წლის წინ გახსნა. ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში დააკავეს საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი. მათ ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან უგზავნიდა ჯართს, რომელშიც კოკაინის დიდი პარტიები იყო გადამალული. დანაშაულებრივ საქმიანობაში კრიმინალური ავტორიტეტებიც იყვნენ ჩართულნი. დაკავებულებს 30-30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი განაჩენი დაუსწრებლად წარუდგინეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები