ბაქო-თბილისი-ყარსი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საცდელმა მატარებელმა გაიარა

facebook.com/economypr

ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე საცდელმა სატვირთო მატარებელმა გაიარა. რკინიგზის არსებულ მონაკვეთს ტესტი "მარაბდა-კარწახის რკინიგზისა" და "აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის ორგანიზებით ჩაუტარდა. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის საქართველოზე. მის მშენებლობაზე 1.1 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის განხორციელების შედეგად გაიხსნება მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ. რკინიგზა ექსპლუატაციაში შესაძლოა 2016 წელს შევიდეს, ამ დროისთვის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია. 

ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს, პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მონაკვეთზე გამავალი ლიანდაგი ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა არსებული რკინიგზაა. 

კომენტარები