რუსეთი

რუსეთში საკონსტიტუციოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეეძლება

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, დაეთანხმოს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს კანონი პარლამენტმა უკვე განიხილა და პუტინმა საბოლოოდ დაამტკიცა.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მას გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც, ყოველწლიურად, რუსეთიდან ათასობით სასამართლო საქმე შედის. ბოლო პერიოდში რუსეთმა სტრასბურგში არაერთი სერიოზული პროცესი წააგო და საკმაოდ დიდი კომპენსაციების გადახდა მოუწია.

კომენტარები