რეკლამა

ფუდპანდას კამპანიამ გლობალურად 15 000 კგ საკვების დონაცია მოახდინა

0 კომენტარი

ფუდპანდას კამპანიამ - "შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით" გლობალურად 15 000 კგ საკვების დონაცია მოახდინა. მომხმარებლების აქტიურობაზე გათვლილი კამპანიის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლო სასურველი საკვების არჩევა, რომელსაც შემდგომ ფუდპანდა მათი სახელით ქველმოქმედებას მოახმარდა.

16 ოქტომბერს მსოფლიომ კვების დღე აღნიშნა. ყოველწლიურად, ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ადამიანები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან: საკუთარი წვლილი შეიტანონ შიმშილის აღმოფხვრასა და დაძლევაში. წელს საკვების შეკვეთის სერვისმა „ფუდპანდამ" ჩაატარა „შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით" კამპანია, რითაც მომხმარებლებს მარტივი გზა გაუხსნა რეალური ქველმოქმედებისკენ. მსოფლიოს ამ წამოწყებას წელს საქართველოც შეუერთდა.

შვიდი დღის განმავლობაში, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე, ფუდპანდა აგროვებდა მომხმარებლების სურვილებს საკუთარი Facebook-გვერდის მეშვეობით: ნებისმიერს შეეძლო აერჩია ხუთი საკვების ტიპიდან ერთი (ბრინჯი, მაკარონი, ლობიო, კარტოფილი, წიწიბურა), რის შემდეგაც „ფუდპანდა" მოცემული საკვების ერთეულს სხვა ყველა დანარჩენთან ერთად ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდს მოახმარდა. ამისთვის საკმარისი იყო მარტივი კომენტარი ფეისბუკში.

საერთაშორისო მედია, ბლოგერები და სოციალური მედიის გავლენიანი პირები ერთხმად შეუერთდნენ ამ ბრძოლას. შედეგებმა ყველა გააოგნა: საერთ ჯამში, შეგროვდა 15,000 კგ საკვები. აქედან საქართველოს წილი 875 კგ იყო, რომელიც „ფუდპანდას" ქართულმა წარმომადგენლობამ საქველმოქმედო ფონდ „ლიბერალურ კვალთან" ერთად ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუნაწილა.

„მომხმარებლის დახმარებითა და ხელშეწყობით ჩვენ დავეხმარეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 5 ოჯახს. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო! სულ შეგროვდა 875კგ პროდუქტი დიდი მადლობა მათ, რომ დააკომენტარეს და ჩაერთნენ აქციაში," – აღნიშნავს „ფუდპანდას" დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.

„ჩვენ გვინდოდა უმარტივესი მეთოდი შემოგვეთავაზებინა მსოფლიო კვების დღეში ხალხის ჩასართველად, და მოხარულები ვართ რომ ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი მეშვეობით ჩვენ უამრავ ადგილობრივ კვების ბანკს დავეხმარეთ." განაცხადა „ფუდპანდას" თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რალფ უენცელმა.

15,000 კგ გლობალურად საკმაოდ დიდი რაოდენობის საკვებია, და უკეთესი ვიზუალიზაციისთვის ფუდპანდა რამდენიმე სახალისო შედარებას გთავაზობთ:

15,250 კგ-იდან 5486 კგ იყო ბრინჯი, რაც საკმარისია 40 აბაზანის ასავსებად ან 54,000 ადამიანის გამოსაკვებად. 1,317 კგ მაკარონი კი 658,500 სპაგეტის ჩხირს უდრის, რაც მთვარემდე ნახევარ გზას დაფარავდა და 13,000 მაკარონის თეფშს ეყოფოდა. ან დედამიწას შემოევლებოდა ოთხჯერ. ხოლო თუ შეგროვებული კარტოფილიდან ყველას გავთლიდით, მთლიანად დავფარავდით ტაჯ მაჰალს, ემპაიერ სტეიტ ბილდინგს და ეიფელის კოშკს.

შიმშილთან ბრძოლა შესაძლებელია - მისი დამარცხების შანსი ჩვენს ხელშია.

შიმშილობა მსოფლიოში

შიმშილობასთან ბრძოლის პროცესი 1945 წელს, კვებეკში გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩამოყალიბებით დაიწყო, რომლის მიზანიც შიმშილობის პრობლემის მსოფლიოსთვის ჩვენება და მათში სამოქმედო მუხტის წარმოქმნა იყო. FAO-ს კვლევების მიხედვით, 805 მილიონი ანუ ყოველი მეცხრე ადამიანი მთელს მსოფლიოში ქრონიკულ შიმშილში ცხოვრობს. მათი 60% ქალები არიან, და ყოველწლიურად შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან თითქმის ხუთი მილიონი ხუთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპება.

მსოფლიო კვების დღე

მხოფლიო კვების დღე ყოველწლიური ქმედებაა შიმშილის წინააღმდეგ და იმართება 16 ოქტომბერს. საწყისი უდევს კვებეკში 1945 წელს, და ბოლო 15 წლის განმავლობაში მკაფიო შედეგები მოიტანა: 40 ქვეყანაში მოშიმშილე ხალხის რაოდენობა განახევრდა; ასევე განახევრდა ხუთწლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა, რაც ნიშნავს დაახლოებით 17,000 გადარჩენილ ბავშვს დღიურად. http://www.worldfooddayusa.org/

ფუდპანდა

foodpanda ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას" სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. www.foodpanda.ge.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები