მონეტარული პოლიტიკა

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 8564 პირს გაუძვირდება

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი ჯამში 8564 პირს გაუძვირდება. ასევე, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე ჰქონდა მიბმული 2015 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით 23-ით არის შემცირებული.


"2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ხოლო ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. ჯამში  იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 2015 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით  23-ით არის შემცირებული," - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 7.5%-მდე გაზრდილი განაკვეთის 8%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გამკაცრება ლარში არსებულ სესხებს, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული, 0.5%-ით გააძვირებს. რეფინანსირების განაკვეთით ეროვნული ბანკი ინფლაციის დონეს აკონტროლებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მიზნად ბაზარზე ლარის მიწოდების შემცირებას ისახავს, რასაც მისი გამყარება უნდა მოჰყვეს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები