ისლამური სახელმწიფო

სუს-ი: ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ

ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა. მან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის მიერ გაკეთებული განცხადება უარყო.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სანაკოევმა თქვა, რომ პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას და იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.

მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.

კომენტარები