თბილისის ოთხ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და ავარიის პრევენციას ასახელებს. ჯამში, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 2776 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00-დან 17:00-მდე ელექტროენერგია არ ექნება პეკინის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს (763 აბონენტს). ავარიის პრევენციის მიზნით კი, 11:00-დან 12:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, მისის დასახლების, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს (334 აბონენტს).

ისნის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით,11:00-დან 14:00-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების IV ქუჩის, ხარაბაძის, იოსებ და ლეონ ორბელიანების ქუჩების მაცხოვრებლებს (270 აბონენტს).

დიდგორის რაიონში კი, ავარიის პრევენციის მიზნით, 15:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება დაბა ოქროყანის მაცხოვრებლებს (884 აბონენტს).

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00-დან 18:00-მდე დენი არ ექნება ქობულეთის, შატბერაშვილის და მარაბდის ქუჩების მცხოვრებლებს (525 აბონენტს).

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები