საქართველო-NATO

ვოლკერი: წელს NATO-ს მიმართულებით საქართველოს გარღვევა არ ექნება

ამერიკის ხმა

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი და NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართულებით საქართველოს პროგრესის შესაძლებლობებზე საუბრობს. ვოლკერმა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბრისას თქვა, რომ NATO-ს მიმართულებით წელს საქართველოს გარღვევა არ ექნება. 

"ჯერჯერობით, თქვენ სავარაუდოდ ვერ ნახავთ აქტივობას NATO-ევროკავშირი-საქართველოს ფრონტზე, ვერც ვარშავის სამიტის ან MAP-ის კუთხით. სამაგიეროდ ნახავთ სწორედ ასეთ პირდაპირ კავშირებს საქართველოს, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ეს ძალიან პოზიტიური განვითარებაა. მიმაჩნია, რომ ამერიკაც აქტიურად მუშაობს საქართველოსთან და ეს უნდა გაგრძელდეს. ამავდროულად, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტების გასამტკიცებლად. საქართველომ უნდა დააღწიოს ამ პრობლემებს თავი და წარმოადგინოს მაქსიმალურად მტკიცე არგუმენტი საკუთარი პოზიციის დასაცავად. რაც შეეხება NATO-სთან ურთიერთობას, წელს ამ მიმართულებით ახალი გარღვევა საქართველოს არ ექნება. მომავალში კი, როცა ნატო მზად იქნება ეს ურთიერთობა გააღრმავოს, საქართველოც მაქსიმალურად მომზადებული უნდა დახვდეს ამ ნაბიჯს", - განაცხადა ვოლკერმა.

კომენტარები