უკანონო იარაღის ამოღება

შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს ფამილ ბ., რომლის ავტომანქანის ჩხრეკისას „მაკაროვის “ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. 

"შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ფამილ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ფამილ ბ. მგზავრობდა, „მაკაროვის “ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

კომენტარები