ახალი წელი

5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.

"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება. ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები