NDI-ის კვლევა

NDI: 69% - საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი, არ უნდა გახდეს - 21%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 69%-ისთვის მისაღებია ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 21% კი ფიქრობს, რომ მიუღებელია.

მათი 57%, ვისთვისაც საქართველოს NATO-ს წევრობა მისაღებია, თვლის, რომ ეს ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს, 49% - ეს გააუმჯობესებს ეკონომიკას, 20% - ეს ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას, 16% - ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები