NDI-ის კვლევა

NDI: 41% - ხმის მიცემისას გავლენას მოახდენს მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ ამა თუ იმ პარტიის წარსული საქმიანობა არჩევნებზე მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. ასევე 65% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ნდობა პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ.

კვლევაში მონაწილეთა 58%-ზე გავლენას მოახდენს პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები. 43%-ზე ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები, ხოლო 41%-ზე მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები. ასევე 41% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს პარტიის მიერ არჩევნებზე გამარჯვების მაღალი შანსი. გამოკითხულთა 25-25% ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს დამსაქმებლის და თანამშრომლების, ასევე პოპულარული ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები