23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღება მარტივდება

mid.ru

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთი მზადაა, ორ ქვეყანს შორის არსებული ურთიერთობების გამარტივებისაკენ გადადგას ნაბიჯები და სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმებასაც არ გამორიცხავს.

"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის კონტექსტში და ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირებისთვის 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გაუფორმდებათ საქმიანი, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები და ასევე კერძო ვიზები დამოუკიდებლად იმისა, არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი მოწვევის გამომგზავნსა და მიმღებს შორის, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით

რუსული მხარე კვლავაც გააგრძელებს გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართულია ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობის გამარტივებისკენ, ამასთანავე არ გამორიცხავს შემდგომში ნაცვალგების პრინციპით უვიზო რეჟიმის შემოღებასაც", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები