სირიის კონფლიქტი

AI: სირიაში რუსულ ავიაიერიშებს მინიმუმ 200 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

0 კომენტარი

Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, 2015 წლის 30 სექტემბრიდან 29 ნოემბრამდე რუსეთის მიერ სირიის ხუთ რეგიონში განხორციელებულ 25 ავიაიერიშს მინიმუმ 200 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ავიათავდასხმებს მასშტაბური და გაუმართლებელი ნგრევებიც მოჰყვა.

ანგარიშში ხაზგასმითაა საუბარი რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებულ ექვს კონკრეტულ ავიაიერიშზე, რომლებიც სამხედრო ბაზისგან ბევრად მოშორებით მოხდა. ამ დარტყმებს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

Amnesty International-ის აზრით, რუსეთმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები სერიოზულად დაარღვია და შესაძლოა, მისი ქმედებები „ომის დანაშაულადაც" ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მოსკოვი მუდმივად აღნიშნავდა, რომ მათი სამიზნე სირიაში მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ბაზები იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები