კრიმინალი

შსს: ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების მცდელობისას, ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ზაზა ბ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ნიღბიანი, ცივი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებას აპირებდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანა, „ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა, შავი ტყავის ხელთათმანები და სამედიცინო პირბადე ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის მომზადების (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები