ევროკავშირი-საქართველო

ბელგიამ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების რატიფიცირება მოახდინა

0 კომენტარი
ბრიუსელი ფოტო: cheapholidays.com

ბელგიის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ბელგიის პარლამენტის უმრავლესობამ დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი დღეს დაუჭირა. ბელგია ევროკავშირის ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმება არ ჰქონდა რატიფიცირებული. 

ბელგიის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შედეგად საქართველო გახდა ქვეყანა, რომლის ევროპასთან ასოცირებასაც დოკუმენტის რატიფიკაციით მხარი ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა. 

ბელგიის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმება სრულად შევა ძალაში. 2014 წლიდან შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმება დროებით ამოქმედდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები