საარჩევნო კოდექსი

პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის ქართული ოცნების ვარიანტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამ. ცვლილებების მიხედვით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება და თბილისში 10 ოლქის ნაცვლად, 18 შეიქმნება. გარდა ამისა, შემოდის 50%-იანი საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი ითხოვდა. მათი ძირითადი მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა 2016 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლება ამ ცვლილების განხორციელებას არ აპირებს.

 

კომენტარები