აშშ-ში ტორნადოს 7 ადამიანი ემსხვერპლა

Charles Walton / YouTube

ამერიკაში ძლიერი ტორნადოს შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სტიქია მისისიპის, ტენესისა და არკანზასის შტატებში მოხდა. საგანგებო სიტუაციათა სააგენტო იტყობინება, რომ დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. მეტეოროლოგები ტორნადოს საფრთხეზე საუბრობენ ლუიზიანაში, ტენესში, კენტუკისა და ალაბამაში.

აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო გუშინ აშშ-ში 550 რეისი გაუქმდა, 4 300-მდე რეისი კი გადაიდო. დაზიანებულია ელექტროგაყვანილობის სისტემებიც. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

კომენტარები