სტიქია აშშ-ში

აშშ-ში სტიქიას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

Andrea Morales / nytimes.com

შეერთებულ შტატებში ტორნადოს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად ქარიშხალმა ალაბამა, არკანზასი, ტენესი და მისისიპი დააზარალა.

სტიქიის შედეგად დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა კი კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

მეტეოროლოგების განცხადებით, რეგიონში 20-მდე ქარბორბალა დაფიქსირდა. ტორნადოების წარმოშობას კი ანომალურმა სითბომ შეუწყო ხელი.

ბოლო რამდენიმე დღეა, შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

ქარიშხალის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოებია დაწყებული.

კომენტარები