სამთავრობი ცვლილებები

ვიცე-პრემიერის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს

facebook.com/economypr
ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდება, ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ მეორე ვიცე-პრემიერის პოსტს კახა კალაძე შეინარჩუნებს.
 
"კახი კალაძე რა თქმა უნდა დარჩება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება." - ამბობს კვირიკაშვილი.
 
დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. ის მინისტრის პოსტს კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მიისტრად დამტკიცებს შემდეგ იკავებს. ქუმსიშვილი აქტიურად უჭერს მხას ანტიდემპინგური კანონმდებლობის შექმნას და ამბობს, რომ "ეს ქვეყნისთვის დიდი სიკეთე იქნება".
 
დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტის მიერ საპოლიციო გამოსახლების ნორმის გაუქმების წინააღმდეგი იყო. ქუმსიშვილმა ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, თუმცა პარლამენტმა მისი შენიშვნები არ გაითვალისწინა და საპოლიციო გამოსახლების ნორმა გააუქმა.

კომენტარები