თურქეთი-რუსეთი

რუსეთი თურქეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს

Sputnik

რუსეთი თურქეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა ტელეკომპანია Россия 24-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება სანქციებს იქამდე გაზრდის, სანამ თურქეთის მხრიდან "ადეკვატურ რეაქციას" არ მიიღებს.

"მიგვაჩნია, რომ საჭიროა ადეკვატური პასუხი არამეგობრულ ქმედებებზე. ჩვენ სანქციები უკვე დავაწესეთ, ასევე იქნება დამატებითი სანქციებიც, რომელთა შესახებ განცხადებაც მალე გაკეთდება," - განაცხადა დვორკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთობა მოსკოვსა და ანკარას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ, თურქეთის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ბომბდამშენი Su-24 ჩამოაგდო.

კომენტარები