კონფლიქტი სირიაში

სირიაში აფეთქებების შედეგად მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა

Reuters

სირიის ქალაქ ჰომსის ცენტრში თითქმის ერთდროულად 2 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქებების შედეგად მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა, 90-მდე კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული, მეორე კი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

მასშტაბური თავდასხმა სირიაში გაეროს დახმარებით მიღწეულ ზავის პერიოდს დაემთხვა.

კომენტარები