თბილისის მერია

ხვალ ჭავჭავაძისა და წყნეთის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

0 კომენტარი
ფოტო: Wikipedia

ხვალ, 11:00-დან 18:00 საათამდე, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია "ენკო" 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები