რეკლამა

დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს - "ტოლერანტობის სამყარომ" კამპანია დაასრულა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის სამყარომ" ექვსთვიანი კამპანია სახელწოდებით "დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს", კონცერტით დაასრულა. ბარ ვალჰალაში გამართულ კონცერტზე სამმა მუსიკალურმა ჯგუფმა დაუკრა.

კამპანია, რომელიც ივნისში დაიწყო, მიზნად ისახავდა ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დისკუსიის წამოწყებას და ნარკოდამოკიდებულთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლას.

კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, საგანმანათლებლო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრები სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთანაც გამართეს.

ტოლერანტობის სამყარო ნარკომანიასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებას მომავალ წელსაც გეგმავს.

კომენტარები