star wars

ფილმი, რომელმაც ყველაზე მალე მოაგროვა $1,000,000,000

Disney

Star Wars: The Force Awakens არის პირველი ფილმი, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით პრემიერიდან 10 დღის ვადაში $1 მილიარდი მოაგროვა. Star Wars-ის ბოლო ეპიზოდი ახლა დღეში დაახლოებით $50 მილიონს გამოიმუშავებს.  ჯეი ჯეი აბრაამსის ფილმი ასევე საშობაო ბოქს ოფისის ლიდერიც გახდა. 

აქამდე $1 მილიარდი ყველაზე სწრაფად Jurassic World-მა მოაგროვა, მაშინ კოლინ ტრევეორუს ფილმს ამ რიცხვის მისაღწევად 13 დღე დასჭირდა. 

ფილმის ბოქს ოფისი იანვარში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგანაც მისი პრემიერა ჩინეთში 9 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები