რეიდები ბელგიაში

ბელგიაში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

Reuters

ბელგიაში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ისინი თავდასხმებს საახალწლო დღეებში აპირებდნენ.

სამართალდამცავებმა რეიდები კვირას და ორშაბათს ჩაატარეს. დაკავებულთა სახლებიდან ამოღებულია სამხედრო ტანსაცმელი და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული მასალები, თუმცა მათ სახლებში ვერ იპოვეს იარაღები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

პროკურატორის ოფიციალური განცხადებით, დაკავებულები პარიზის თავდასხმებთან კავშირში არ არიან.

კომენტარები