ახალი მთავრობა

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა.

გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა, მან კი, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ახალი მინისტრი მიხეილ ჯანელიძეა, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები