ახალი მთავრობა

პრეზიდენტმა კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილის საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნის შესახებ.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრად",- წერია განკარგულებაში.

პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.

კომენტარები