დასუფთავების სამსახური

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

რუსთავი 2

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი თბილსერვისის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. გაფიცულები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციითვე, მათ კუთვნილი მეცამეტე ხელფასი არასრულად ჩაერიცხათ.

ამასთან, გაფიცულები რუსთავი 2-თან საუბარში ამბობენ, რომ 4 ათასამდე თანამშრომელს სამუშაო პირობები არ აქვს. მათი ინფორმაციით, საგანგაშოა მანქანების ტექნიკური მდგომარეობა და არ აქვთ სამუშაო ტანსაცმელი. თბილისერვისის თანამშრომლების თქით, სამი თვის წინ ხელმძღვანელობა დაპირდათ, რომ პრობლემები მოგვარდებოდა.

 

კომენტარები