საქართველოს ეკონომიკა

ნოდარ ხადურის ინიციატივით, 2011 წლამდე წარმოშობილი ყველა დავალაიანება განულდება

facebook.com/mofgeorgia

2011 წლამდე წარმოშობილი ყველა საგადასახადო დავალიანება განულდება, ეს ინიციატივა ნოდარ ხადურის 12 პუნქტიანი ეკონომიკური ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილია. პროექტის მიხედვით სრულად ჩამოიწერება 2011 წლამდე და ნაწილობრივ 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანებები. 

"ჩვენ გთავაზობთ რომ, სრულად განხორციელდეს 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, ხოლო 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები ჩამოიწერება ძირითადი გადასახადის თანხის გადახდის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქტივობები არ უფიქსირდება."- ამბობს ნოდარ ხადური. 

ფინანსთა სამინისტრომ გადასახადები 2015 წელსაც ჩამოწერა, მაშინ ამნისტია შეეხო 2005 წლამდე წარმოშობილ დავალიანებებს. ამნისტია 20 000 კომპანიას შეეხო და მისი მოცულობა 1 მილიარდი ლარი იყო.

ხადურის 12 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, იგეგმება მოგების გადასახადის რეფორმირება და საგადასახადო ხანდაზმულობის 4 წლამდე შემცირება. 

მოგების გადასახადის რეფორმა ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში სავალუტო კრიზისის გამო დაანონსდა, ფინანსთა სამინისტრომ ესტონელი ექსპერტებიც მოიწვია და მათთან ერთად სამუშაო მოდელი შექმნა. მინისტრი ამბობდა, რომ გადასახადის რეფორმა საჯარო სექტემბერში გახდებოდა, თუმცა მაშინ ფინანსთა სამინისტრომ რეფორმის პროექტი არ წარადგინა.

კომენტარები